პაკისტანის თავდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ ინდოეთის მხრიდან თავდასხმა გარდაუვალია
პაკისტანის თავდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ ინდოეთის მხრიდან თავდასხმა გარდაუვალია. ისლამური რესპუბლიკის მთავრობის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ იერიშები შესაძლოა უახლოესი 36 საათის განმავლობაში დაიწყოს. ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის დაძაბულობა ინდოეთის ქაშმირის რეგიონში მომხდარმა შეტევამ გამოიწვია. ნიუ დელი მომხდარზე პასუხისმგებლობას პაკისტანს აკისრებს.
