ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. რუბიომ და ლავროვმა განიხილეს შემდეგი ნაბიჯები საუდის არაბეთში მათი ბოლო შეხვედრების კონტექსტში და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კავშირების აღსადგენად. ასევე სახელმწიფო მდივანმა რუსეთს მიაწოდა ინფორმაცია ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ ამერიკის სამხედრო ოპერაციების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰუსიტების შემდგომი თავდასხმები ამერიკულ სამხედრო და კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში არ დარჩება პასუხგაუცემელი.
