იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავა
იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებული პირების პირადი, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს გამოძიება.
