პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს პატიმრობა მიესაჯა
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს პატიმრობა მიესაჯა. ოპოზიცია საქმის პოლიტიკურად წარმოჩენას ცდილობს და სასამართლოს მიკერძოებაზე საუბრობს. ოკმელაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დააპატიმრეს. გამოძიების ინფორმაციით, მან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დანაშაული 5 წლიანი პატიმრობით ისჯება.
