ქრონიკა 20:00 საათზე - 3 თებერვალი, 2025 წელი
უფრო მკაცრი რეგულაციები გამოწვევების პასუხად. „ქართული ოცნება“ რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობას ამკაცრებს, ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებს ეხება. როგორც უმრავლესობის ლიდერმა განმარტა- დიფ სთეითი და ის კამპანია, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ დაიგეგმა, ისევ პრობლემად რჩება და ეს ნაბიჯი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი