მმართველმა გუნდმა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციიდან წევრები გაიწვია
მმართველმა გუნდმა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციიდან წევრები გაიწვია. საკითხს მხარი დაუჭირა პარლამენტის ბიურომ. „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წევრებმა მათი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ასამბლეის პრეზიდენტს ინდივიდუალურად მიმართეს. გადაწყვეტილება საპარლამენტო ასამბლეიდან გასვლის შესახებ ხელისუფლებამ გასულ კვირას მიიღო, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ დელეგაციის უფლებამოსილება ცნო, თუმცა რეზოლუცია მიიღო დათქმებით- მათ შორის ხელახალი არჩევნების მოთხოვნის შესახებ.
