ნიუ-იორკში დონალდ ტრამპის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა
ნიუ-იორკში დონალდ ტრამპის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა. პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის მხარდასაჭერად მედისონ სკვერ გარდენზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყო მილიარდერი ილონ მასკიც, რომელმაც ტრამპის კამპანიის მხარდასაჭერად 119 მილიონი დოლარი დახარჯა. ტრამპმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. რესპუბლიკელმა კანდიდატმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ინფლაციას დაამარცხებს და ამერიკის ეკონომიკას მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ ეკონომიკად აქცევს.
