რობერტ დე ნირომ და ლეონარდო დი კაპრიომ საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისს გამოუცხადეს მხარდაჭერა
რობერტ დე ნირომ და ლეონარდო დი კაპრიომ საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისს გამოუცხადეს მხარდაჭერა. ისინი ფილადელფიაში დემოკრატების მიერ ორგანიზებულ მიტინგზე გამოვიდნენ და ამერიკის მოსახლეობას ჰარისისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდეს. მიტინგს კერი ვაშინგტონი, ტესა ტომპსონი და ჰოლივუდის სხვა ცნობილი მსახიობებიც ესწრებოდნენ.
