ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ცნობას უარყოფს
ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ცნობას უარყოფს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განმარტებით, მსგავსი რამ ლიბანში არ იგეგმება. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში განაცხადეს, პრემიერმა სრულიად საწინააღმდეგო განკარგულება გასცა. კერძოდ, ჯარს უფლება მისცა ჰეზბოლას პოზიციებზე დარტყმები მთელი ძალით განაგრძოს. ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ისრაელსა და ჰეზბოლას 21-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი მხარეებს საშუალებას მისცემს კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაჭრან. ისრაელის არმიამ ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებზე იერიშის ახალი ტალღა 19 სექტემბერს დაიწყო.