ისრაელმა ღამით ლიბანში ჰეზბოლას 75 სამიზნეს დაარტყა
ისრაელმა ღამით ლიბანში ჰეზბოლას 75 სამიზნეს დაარტყა. ცახალის განმარტებით, თავდასხმები ლიბანის სამხრეთ ნაწილში, ბეკაას ხეობასა და სირიის საზღავართან ახლოს განხორციელდა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, შეტევის სამიზნე ჰეზბოლას იარაღის საცავები, სარაკეტო სადგურები, ასევე სამხედრო შენობები და სხვა ინტრასტრუქტურა გახდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით ისრაელის თავდასხმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.