„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში წარსადგენი დელეგატები 22 ოლქისთვის უკვე დაასახელა
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში წარსადგენი დელეგატები 22 ოლქისთვის უკვე დაასახელა. ისინი საარჩევნო კამპანიას რეგიონებში გაუძღვებიან. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი თბილისის 8 დელეგატის ვინაობაც. ყველა მათგანი მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში იქნება. ქართულ ოცნებაში დელეგატების საქმიანობის მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს და აცხადებენ, რომ ისინი პარლამენტში ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.
