სამშობლოში დაბრუნებული ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ღონისძიება გაიმართა
საამაყო ფურცელი ქართული სპორტის ისტორიაში- სამშობლოში დაბრუნებული ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ღონისძიება გაიმართა. წარმატება, რომელსაც სპორტსმენების, მწვრთნელების და პერსონალის დამსახურებით მივაღწიეთ, საზეიმოდ აღინიშნა. დამსახურებული ორდენების გარდა, საქართველოს მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანს - ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს 250 ათას ლარს გადასცემს.
