გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 14 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა ჩაატარა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 14 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებიც ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება. შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.