საქართველო პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით ელექტორალური დემოკრატიის ევროპულ ოცეულში დასახელდა
საქართველო პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით ელექტორალური დემოკრატიის ევროპულ ოცეულში დასახელდა. „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ“ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პოლიტიკური რეჟიმის ინდექსი 2023 გამოაქვეყნა. ინტერაქტიური ანგარიში ეფუძნება გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მასშტაბურ გამოკვლევას, რომელიც მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს. საქართველომ ლიბერალური დემოკრატიის დონით გაასწრო ყველა მეზობელ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 6 სახელმწიფოს: პოლონეთს, უნგრეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს და მონტენეგროს. პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით მძიმე შეფასება მიიღო უკრაინამ, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი ჩამოერთვა და მოქმედი პოლიტიკური რეჟიმი „ელექტორალურ ავტოკრატიად“ შეფასდა. საქართველოს ანალოგიური შეფასება ბოლო 20 წლის მანძილზე 2008-2009 წლებში უფიქსირდება.