ლუსის ოლიმპიური ოცნება
გამორჩეული გოგონა, განსხვავებული ოცნებებით და მიზნებით. მისთვის მთავარი ტატამზე გასვლა და მეტოქეების დამარცხებაა. 6 წლის ასაკში მიხვდა, მოჭიდავეობა უნდოდა და საკუთარ დას, უკვე წარმატებულ მოჭიდავე ვიკას სთხოვა, ბოდბისხევის საჭიდაო დარბაზში სავარჯიშოდ წაეყვანა. მას შემდეგ, სპორტის გარეშე 1 დღეც არ უცხოვრია. ახლა რვა წლის არის და მის ანგარიშზე უკვე არაერთი მოგებული მედალია.
