ერთი წელი შოვის ტრაგედიიდან
ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტიქიური უბედურება თავს დაატყდა. 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მთებიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთი წლის წინ, ზუსტად 16 საათზე შოვი მოწყდა გარე სამყაროს და მთელი საქართველო იქ მყოფი ადამიანების გადარჩენის მოლოდინით გაირინდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის 400-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენის საშუალებით კურორტზე ჩარჩენილი 152 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია განხორციელდა. სამწუხაროდ სტიქიამ 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან ერთის ცხედარი დღემდე არ არის ნაპოვნი.
