The Grayzone: NED-მა თავისი არსებობის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მოიპოვა რეპუტაცია, როგორც იმ სამუშაოს შემსრულებელმა "ღია ოპერატორმა“, რომელსაც CIA მანამდე საიდუმლოდ ასრულებდა
გამოცემა „გრეიზოუნი“ წერს, რომ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ ათწლეულების განმავლობაში აფინანსებდა ანტისამთავრობო ოპოზიციურ ჯგუფებს იმ ქვეყნებში, სადაც ვაშინგტონს რეჟიმის შეცვლა სურდა. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერისა და ელექტრონული წერილების საფუძველზე, „გრეიზოუნი“ წერს, რომ დემოკრატიის ეროვნულ ფონდს ამერიკის მთავრობა აფინანსებს და ბოლო ორმოცი წელია მას ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს „ღია ოპერატორის“ რეპუტაცია აქვს. სტატიაში ასევე საუბარია აღნიშნული ორგანიზაციის ჩარევის შედეგად განპირობებულ დესტაბილიზაციაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა, ვენესუელა, ნიკარაგუა და ჰაიტი. „გრეიზოუნის“ თანახმად დემოკრატიის ეროვნული ფონდი ამ ქვეყნებში სისტემატურად უთხრიდა ძირს იმ არჩეულ მთავრობებს, რომლებიც ვაშინგტონის კონსენსუსისთვის შეუსაბამო პოლიტიკას ატარებდნენ
