რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრმა, ,,თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, 44 თანამშრომელი გადაამზადა
რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრმა, ,,თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, 44 თანამშრომელი გადაამზადა. მათ სპეციალური ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. ტრენინგ-მოდული “მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომები” წინასწარი კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად შემუშავდა და ეფექტური კომუნიკაციის, გამოწვევების, რთული სიტუაციების მართვის, ლიდერობისა და გუნდური მუშაობის ძირითად პრინციპებსა და საკითხებს მოიცავდა
