ბათუმის ბულვარი ზაფხულის ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება
ბათუმის ბულვარი ზაფხულის ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში მოეწყო რკინა-ბეტონის სარტყელი, ნაპირზე ჩასასვლელი კიბეები და პანდუსები. ბათუმის ბულვარში ქვიშის ფეხბურთისთვის ახალი სტადიონიც აშენდა. არენა 1300 ადგილიანია და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ახალ ბულვარში საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკეიტ პარკის მშენებლობა დასრულდა.
