მმართველ გუნდში „ლელოს“, ანა დოლიძის და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას აფასებენ
ოპოზიციის კონფიგურაციას გარე დავალებების მიმცემები წყვეტენ - ასე აფასებენ მმართველ გუნდში „ლელოს“, ანა დოლიძის და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას. მათი თქმით, ოპოზიცია საკუთარი ნებით არ მოქმედებს და კონკრეტულ დავალებას ასრულებს. მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიციის წინასაარჩევნო გადალაგება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველა მათგანი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“.
