დღესვე ღონისძიებაზე დააჯილდოებენ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ფედერაციის წარმომადგენლებს
დღესვე ღონისძიებაზე დააჯილდოებენ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ფედერაციის წარმომადგენლებს. სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. ახალი გადაწყვეტილებით, რომელიც მან დაჩქარებულად მიიღო, პრემიერ მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ ყველა პიროვნებას დააჯილდოებს. ზურაბიშვილმა სცადა ნაკრების გაყოფა, თუმცა საბოლოოდ მას ორი გადაწყვეტილების შეცვლა მოუხდა, ერთი უკავშირდება წარდგენილი სიიდან ყველას დაჯილდოებას, ასევე, სექტემბრის ნაცვლად, ზურაბიშვილი სახელმწიფო ჯილდოზე ყველა წარდგენილს დღეს აჯილდოებს.
