ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გულშემატკივრები დღეს თავისუფლების მოედანზე ელოდებიან
ზუსტად ხუთ საათში თავისუფლების მოედანზე, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მთავარი ღონისძიება დაიწყება. მანამდე კი საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს. თავისუფლების მოედანზე უკვე დამონტაჟებულია სცენა და მონიტორები. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს 22 საათზე თავისუფლების მოედანზე აღნიშნოს ქართული საფეხბურთო სასწაული.
