უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურებს, განხილვის გარეშე უყარეს კენჭი. გიზო უბილავა უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება. ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი კი 18 ოქტომბრიდან
