საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი გავიდა
საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი გავიდა. თარიღს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება. ილია დარჩიაშვილის თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მთავარ სამართლებრივ ჩარჩოს. მისივე თქმით, 2014 წლის 27 ივნისს, ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა
