ნაკრების მადლობა ქომაგებს
„ოცნებები ხდება“ - ასე ეხმიანება ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში გუშინდელ ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენ ვართ საქართველო - წერს ფეხბურთელი და გულშემატკივრებს მადლობას უხდის. სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს გიორგი მიქაუტაძეც - ისტორიას ვწერთ ერთად, უბრალოდ მადლობა - წერს ის. შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა და ერთად გავაგრძელოთ ისტორიის წერა - ეს გიორგი მამარდაშვილის სიტყვებია, საოცრად ამაყი და ბედნიერი ვარ, როდესაც ამდენ ბედნიერ ადამიანს ვხედავ, თქვენ ეს დაიმსახურეთ - წერს გიორგი ჩაკვეტაძე. პოსტს აქვეყნებს ზურიკო დავითაშვილიც - ვაგრძელებთ ისტორიის წერას, მადლობა ყველას ვისაც ჩვენი სჯეროდა - წერს ის. პოსტს აქვეყნებს გიორგი ქოჩორაშვილიც, რომელიც გულშემატკივარს მადლობას უხდის
