ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას ულოცავს - ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა. ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. მმართველი გუნდის შეფასებით, ეს დამატებითი სტიმული და მოტივაციაა ეროვნული ნაკრებისთვის
