საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2024“ დღეს გაიხსნა
საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2024“ დღეს გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი ,,ჰელვერის ღამე“. საერთაშორისო ფესტივალი იმერეთის 20-მდე პროფესიულ, სამოქალაქო და სახალხო თეატრს აერთიანებს, ასევე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს მოლდოვისა და ლიეტუვას თეატრები.
