კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით მერაბ ელიოზიშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში მწერლის, დრამატურგის და მსახიობის, მერაბ ელიოზიშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საიუბილეო საღამო გიორგი სიხარულიძის რეჟისორობით დაიდგა.
