წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა
რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა აღდგენილია. ტრანსპორტი დილიდან ორმხრივად მოძრაობს. კვლავ გრძელდება ტროტუარების კეთილმოწყობა და გამწვანება, ასევე, მიწისქვეშა ურნებისა და გარე განათების მონტაჟი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი ადგილზე გაეცნო. ცნობილია, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ადგილას ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება შეიცვლება
