ქრონიკა 17:00 საათზე - 1 თებერვალი, 2024 წელი
მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა. „ქართული ოცნების“ რიგით მერვე ყრილობაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პარტიის დამფუძნებელს. ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომლებიც ქვეყანას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აქვს და თქვა, რომ ქვეყნის წინსვლაში გუნდის თითოეულმა წევრმა ჩადო თავისი წილი. ირაკლი კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღევანდელ ყრილობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს. მის კანდიდატურას დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის წინაშე ახალი ამოცანები დგას. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოიპოვოს, იმისთვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სწორი განვითარება. ამ გზაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი კობახიძეს წარმატება უსურვა
