ბაიდენი ირანსა და პაკისტანს შორის დაპირისპირებაზე
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანსა და პაკისტანს შორის დაპირისპირების გამწვავებას გამოეხმაურა. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ირანი რეგიონში არ უყვართ. ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები 16 იანვარს განახორციელა, რასაც პაკისტანის მხრიდან, საპასუხო დარტყმები მოჰყვა. თეირანში აცხადებენ, რომ პაკისტანის თავდასხმას 3 ქალი და 4 ბავშვი ემსხვერპლა
