ირაკლი კობახიძის ვიზიტი ჩინეთში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ჩინეთში გამართულ შეხვედრებს მმართველ პარტიაში ნაყოფიერს უწოდებენ. აცხადებენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან აუცილებელია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, რაზეც ორივე მხრიდან მზადყოფნა გამოითქვა. შეხვედრებზე განხილვის საკითხი იყო ასევე, თანამშრომლობა სავაჭრო ურთიერთობების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებით. მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, დღეს სრულდება. ვიზიტის ფარგლებში პეკინსა და შანხაიში უკვე გაიმართა მაღალი რანგის არაერთი შეხვედრა