უსაფრთხო ტურიზმი საქართველოში
უსაფრთხო ტურიზმი საქართველოში - ამ სახელწოდებით უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო ახალი კამპანია, რომლის მიზანია სტუმრებსა და ადგილობრივებს აჩვენოს, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა. მთასა თუ ბარში, ტყეში ლაშქრობისას, ქალაქსა თუ სოფელში, ყველგან, სადაც ტურისტი ჩავა, უნდა იგრძნოს, რომ მისი უსაფრთხოება დაცულია. ეს, პირველ რიგში, პოლიციის საზრუნავია, თუმცა, ამას გარდა, მნიშვნელოვანია ის გარემო, სადაც ტურისტები, მათ შორის, ადგილობრივი დამსვენებლებიც, ზაფხულის ცხელ დღეებს ატარებენ. ასეთი კი, ხშირ შემთხვევაში, ზღვის სანაპიროა. იმაში დასარწმუნებლად, რომ გარემოსთან ერთად ზღვაც და წყალიც უსაფრთხოა, მონიტორინგი ათ დღეში ერთხელ ტარდება. გარემოს დაცვის სპეციალისტები წყლის სინჯების პერიოდული ლაბორატორიული კვლევის შედეგად ასკვნიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლი საბანაოდ ნამდვილად ვარგისია
