აქცია „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ
დღეს დაძაბული ვითარება იყო ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდის კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. პრაიდის მოწინააღმდეგეების აგრესიულმა ქმედებებმა და სურვილმა, გაერღვიათ საპოლიციო კორდონი და ჩაეშალათ ღონისძიება, ვითარება უკიდურესად გაამწვავა, რის გამოც იქ შეკრებილი ადამიანების ევაკუაცია გახდა საჭირო. საბოლოოდ, ლისზე ასულებმა პოლიციის კორდონის გარღვევა შეძლეს, იყო დაპირისპირებაც, აქციის მონაწილეების დაკავებაც
