რიშარ გალიანოს სოლო კონცერტი
23 მაისს, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, მსოფლიოში ნომერ პირველ აკორდეონისტად აღიარებული მუსიკოსი რიშარ გალიანო, სოლო კონცერტს გამართავს. თბილისურ კონცერტზე გალიანო პირველად შეასრულებს კამერულ ორკესტრთან ერთად, ქართველი კომპოზიტორის, ნატალია თოთიბაძის მელოდიას „ტანგო ერთისთვის". მუსიკოსის ჩამოსვლამდე კამერულმა ორკესტრმა კახი სოლომნიშვილის დირიჟრობით პირველი რეპეტიცია გამართა
