ინფრასტრუქტურული პროექტები
იმერეთში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ქუთაისის მერთან ერთად დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქუთაისში დასრულდა ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობის რეაბილიტაცია. ამჟამად, მიმდინარეობს ცენტრალური პარკის და მისი მიმდებარე შენობების განახლების სამუშაოები.
