სერბეთში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს
სერბეთში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს. სოფელ დუბონაში შეიარაღებულმა პირმა გამვლელებს მოძრავი ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნა და ადგილიდან მიიმალა. 8 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. თავდასხმის შემდეგ რეგიონში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელშიც სამართალდამცავი უწყების 600-მდე თანამშრომელი იყო ჩართული.
