ქრონიკა 14:00 საათზე - 5 მაისი, 2023 წელი
თბილისში „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა იწყება. თანამედროვე კომპლექსში პირველ ეტაპზე, 1000-მდე მოქმედი პოლიციელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საცხოვრებელ ბინას მიიღებს . პოლიციელებს ბინები შეღავათიან ფასად გადაეცემათ. ამ წუთებში პოლიციის ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონია იწყება.
