თანამედროვე მუნიციპალური სერვისცენტრის პროექტი
რუსთავის მერმა თანამედროვე მუნიციპალური სერვისცენტრის პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელს გააცნო. კევინ მაკლოკინმა მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრის შენობა დაათვალიერა და იმ სერვისების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელსაც რუსთაველები ერთ სივრცეში უახლოეს პერიოდში მიიღებენ.
