აღმაშენებლის 75 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა
აღმაშენებლის 75 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. შენობის რამდენიმე სართული დალუქულია. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია ე.წ-ლ ქოლცენტრების ოფისზე, რომლის შესახებაც შეტყობინება ფინანსათა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შევიდა. შენობიდან გატანილია კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა სახის ელექტრომოწყობილობები.
