შტატების დახმარება უკრაინას
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარების მორიგი, 400 მილიონიანი პაკეტი გამოუყო. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა უკვე დაადასტურეს. ახალი პაკეტი მოიცავს უპილოტო საფრენ აპარატებსა და ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას, ასევე, საბრძოლო მასალებს საარტილერიო და მაღალი სიზუსტის დანადგარებისთვის.
