ზელენსკის განცხადება
ომში უკრაინისთვის მთავარი საჭიროება არტილერია და დიდი რაოდენობით ჭურვებია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას შეიარაღება საკუთარი ტერიტორიიდან რუსული ჯარების გასადევნად სჭირდება და არა რუსეთის ტერიტორიების დასაბომბად, რაშიც დასავლელი პარტნიორები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ.
