"ქურდული გარჩევა" და ხუთი ბრალდებული
ე.წ ,,კანონიერ ქურდობასა და ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებული ხუთივე დაკავებული სასამართლომ დამნაშვედ ცნო. მოსამართლემ ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა. პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წელს ე.წ. ,,კანონიერმა ქურდმა“ და ,,ქურდული სამყაროს“ სამმა წევრმა, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი პირის მეშვეობით, ორ დაზარალებულს არაერთხელ მოუწყეს ე.წ ,,ქურდული გარჩევა“, კერძოდ, სთხოვდნენ ფულადი თანხის უმოკლეს ვადაში გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ძალადობით ემუქრებოდნენ. ამავდროულად, ე.წ „კანონიერმა ქურდმა“ და ,,ქურდული სამყაროს“ წევრმა ერთ-ერთ დაზარალებულს მისი დასჯის მიზნით, თვითდაზიანების მიყენება აიძულეს.
