ტაჯიკეთში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მიწისძვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით, დილის 8 საათსა და 37 წუთზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ჩინეთის საზღვართან ახლოს, მიწისქვეშ 10 კილომეტრის სიღრმეში იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძლიერი რყევები ტაჯიკეთთან ერთად, ჩინეთის მოსაზღვრე რეგიონებშიც მძლავრად იგრძნობოდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით არ ვრცელდება.
