თურქეთში, დღეს მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმე განმეორდა
ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციასთან ახლოს იყო, სადაც დაახლოებით 376 000 ადამიანი ცხოვრობს.თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 46 000-სს გადააჭარბა. თურქეთში გარდაცვლილთა რიცხვი 40 600 აჭარბებს, სირიაში კი სტიქიას 5 800 ადამიანი ემსხვერპლა. იმის მიუხედავად, რომ ნანგრევებში გადარჩენილი ადამიანების პოვნის შანსი ყოველდღიურად მცირდება, მაშველები სამძებრო სამაშველო სამუშაოებს კვლავ განაგრძობენ.
