შეხვედრები მიუნხენში - ქართული მხარის მოლოდინი
ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ბრიუსელი წლის ბოლოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს და ამ გადაწყვეტილებით საქართველო ევროკავშირსიკენ მიმავალ გზაზე დაწინაურდება. ამის თქმის საფუძველს სახელისუფლებო გუნდს ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი აძლევს, სწორედ ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულება იყო ერთ-ერთი მთავარი თემა მიუნჰენში პრემიერ ღარიბაშვილის მონაწილეობით გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს დეტალურად გააცნო რეკომენდაციების შესრულების მიზნით ჩატარებული სამუშაოები. ითქვა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი უკვე ინფორმირებულია. სწორედ ევროკომიის პრეზიდენტმა უნდა წარმოადგინოს ოქტომბერში ანაგრიში , რომელიც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილებას დაედება საფუძვლად.
