ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს
დაცვის მხარე ბრალდებულთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს , პროკურატურის წარმომადგენელი კი, წინასასამართლო სხდომამდე საპატიმრო ვადის გახანგრძლივებას. ცნობილია, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში დანიშნულია კიდევ ექვსი ექსპერტიზა.
