იციკ მოშეს მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული სამივე ბრალდებული პატიმრობაში დარჩა
დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით შუამდგმლობა დააყენა და ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაითვალისწინა და სამივე დაკავებული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პატიმრობაში დატოვა.
