განახლებული სპორტული დარბაზი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის ახლად რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გახსნეს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია საქართველოში რუმინეთის საელჩოს ინიციატივით, რუმინეთის განვითარების ფონდისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს თანა დაფინანსებით განხორციელდა.
