საახალწლო ღონისიება სამხედროების შვილებისთვის
თავდაცვის სამინისტრომ „არმი ჰოლში“ სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლა. ახმეტელის თეატრის მსახიობებმა მოზარდებს სპექტაკლი „თოვლის დედოფალი“ წარუდგინეს. საშობაო მიღება სიმფონიურმა კვარტეტმა საახალწლო კომპოზიციებით გააფორმა. მოგვიანებით კი, ბავშვებმა თოვლის ბაბუასთან სურათები გადაიღეს და საჩუქრები გადასცეს.
